ხელოვნების სასახლეში ერთი მეტად საინტერესო პროექტი წამოიწყეს -- ეს არის ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა! პროექტის ხელმძღვანელები არიან გიორგი კალანდია და ირინა საგანელიძე, მხატვრები -- რონი ცხოიძე და არტემ ანტანოსიანი. ეს გრანდიოზული სამუშაო უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს, გადმოხატულია თითქმის ყველა საერო პირის ფრესკა. ფრესკების გადმოხატვასთან ერთად ჩატარდა კოლოსალური სამუშაო, კერძოდ, ფრესკაზე დახატული ყველა ტანსაცმლის ორნამენტი აღსდგა, დამუშავდა, შემდეგ ეს ორნამენტები გააცოცხლა ქსოვილზე მხატვარმა ეკატერინე გეგუჩაძემ. პროექტის განსახორციელებლად დამუშავდა ხელოვნების სასახლეში დაცული არაერთი საარქივო დოკუმენტი, მოეწყო რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია და სამუშაო აქტიურად გრძელდება.
საქმეს დიდი ენთუზიაზმით მიუყვებიან პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი და სავარაუდოდ მალე გახდება ხელმისაწვდომი და ხელშესახები თამარ მეფის, ლაშა გიორგის, ჯაყელების, დადიანების, გურიელების და სხვათა ისტორიული ქართული ქსოვილი