ყველა გენიის უკან დგას ქალი, რომელმაც ის ასეთი გახადა. ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისები თითქმის არ აქვს. წარმოგიდგენთ გმირ ქალებს.
სოფია ანდრეევნა
1862 წელს, ლევ ნიკალაევიჩ ტოლსტოი სოფია ანდრეევნა ბერსზე დაქორწინდა. გოგონა იმ დროისათვის 18 წლის იყო, გრაფი 34-ის. 1 წლის შემდეგ მათ დაებადათ პირველი ბავშვი, ოჯახურ ბედნიერებას კი ბზარები გაუჩნდა. "ტკივილი ზეწოლას ახდენს სიკვდილამდე. არაფერი მიმზიდველი. როგორც ფინია, მე მივეჩვიე მის თათებს, ის გაცივდა... მე მომწყინდა, მარტოსული ვიყავი, სულ მარტო... მე ვიყავი დაკმაყოფილება, მე ვიყავი ძიძა, ჩვეულებრივი ავეჯი, ქალი"-წერდა სოფია. ამის მიუხედავად, სოფიამ ტოლსტოის 13 შვილი გაუჩინა და ამასთან ათრევდა მთელი ოჯახის ცხოვრებას და ქმრის შემოქმედებას: "ადვილია სათქმელად, მაგრამ ამ მომენტში მაწუხებს ავადმყოფი ბავშვები, ქმრის ჰიგიენური და რაც მთავარია სულიერი მდგომარეობა, დიდი შვილები მათი საქმეებით, ვალებით, ბავშვებით და სამსახურით, აკრძალული "Kreutzer Sonata"-ის მე-13 თავი, მე-13 ტომის კორექტურა, ღამისპერანგები მიშასთვის, თეთრეული და ფეხსაცმელები ანდრიუშასთვის, რომ არ გადაცილდეს ვადები სახლის გადასახადებს, დაზღვევა, ვალდებულებები, ანგარიშების მართვა, გადაწერა და აშ. - და ყველაფერი ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ მეხება მე."
ქმრის გამო სოფია ანდრეევნამ უარი თქვა გლამურულ, არისტოკრატიულ ცხოვრებაზე და სამუდამოდ ჩაიკეტა თავი სოფელში. დაუსრულებლად აჩენდა შვილებს და თავად ზრუნავდა მათზე, ამასთან იყო ქმრის შემოქმედების გადამწერი, მთარგმნელი, მისი მდივანი და ნამუშევრების გამომცემელი.
კლემენტინა ჩერჩილი
უინსტონ ჩერჩილმა და კლემენტინა ჰოზიერმა ერთად 57 წელი იცხოვრეს. ერთხელ კლემენტინამ თქვა: "არასოდეს აიძულოთ ქმრებს თქვენ დაგთანხმდნენ. თქვენ მიაღწევთ მეტს თუ მშვიდად განაგრძობთ საკუთარი შეხედულების მტკიცებას. რაღაც დროის მერე კი დაინახავთ, რომ თქვენი ქმარი შეუმჩნევლად მივა გადაწყვეტილებამდე, რომ თქვენ მართალი ხართ." ჩერჩილი მთელი ცხოვრება სვამდა, არაერთხელ წააგო კაზინოში მთლიანი ბიუჯეტი. ცოლ-ქმარს მთელი ცხოვრება სხვადასხვა საძინებლებში ეძინათ.
კლემენტინა ჩერჩილს დადებითი გავლენა ჰქონდა ქმარზე და მის გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, მისი თხოვნით შეიქმნა დახმარების ფონდი მეორე მსოფლიო ომის დროს. კლემენტინას დახმარებით როსტოვ-ონ-დონაში გაჩნდა 2 ჰოსპიტალი სამხედროებისთვის და ეს მიუხედავად ქვეყნებს შორის დაძაბული მდგომარეობისა.
ვერა მურომცევა ბუნინი
ვერა მურომცევამ მშვენიერი განათლება მიიღო: მან სერიოზულად შეისწავლა ქიმია, იცოდა 4 ენა, დაკავებული იყო თარგმანებით, გატაცებული იყო თანამედროვე ლიტერატურით. ამასთან იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. უცნობია როგორ შეძლო იმ დროისათვის უცნობმა მწერალმა ბუნინმა მისი დატყვევება. ერთია, გოგონამ ოჯახის პროტესტის მიუხედავად, მიატოვა ყველაფერი და წავიდა მოგზაურობაში კაცთან ერთად, რომელიც მასზე 11 წლით უფროსი იყო. "როდესაც ახლობელი ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ მე ჩემ თავს ვწირავდი იმით, რომ გადაწყვეტილი მქონდა მასთან ქორწინებაში ცხოვრება, ძალიან მიკვირდა".-წერდა ვერა. ისინი მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაქორწინდნენ, 1922 წელს.
ქორწინებიდან სულ მალე მოუწია გადაეტანა მძიმე დარტყმა: გრასში ბუნინი შეხვდა ემიგრანტს რუსეთიდან, გალინა კუზნეცოვას. მწერალს შეუყვარდა, გალინამაც ვერ გაუძლო მის შარმს, სასწრაფოდ გაშორდა ქმარს და ბუნინების სახლში დასახლდა. ბუნინს შეუსრულდა 55 წელი, კუზნეცოვას 26. ვერა წერდა: "იანი ჭკუიდან შეიშალა სიბერეში. მე არ ვიცი რა ვქნა..." მაგრამ, ის ამ უცნაურ სიტუაციას უმკლავდებოდა. ბუნინი ამტკიცებდა, რომ გალინა უყვარდა მხოლოდ როგორც მოსწავლე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არ იყო. ამ ისტორიას მოულოდნელი შემოტრიალება ჰქონდა: გალინა წავიდა ბუნინისგან ქალთან, უფრო მეტიც, თავისი რჩეული მწერლის სახლში მიიყვანა. მათ იქ 8 წელი იცხოვრეს და მთელი ეს დრო ვერა ამშვიდებდა ბუნინს, რომელმაც ეს ამბავი ისე მიიღო, როგორც თავის ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია. ცხოვრების უკანასკნელი წლები მწერალმა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ვერა სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მასთან.
იოკო ონო
The Beatles-ის გულშემატკივრები იოკო ონოს ჯგუფის დაშლაში ადანაშაულებენ - მათ მართლაც შეწყვიტეს არსებობა 1 წლის შემდეგ, რაც ჯონ ლენონმა ექსცენტრიკულ იაპონელთან დაიწყო შეხვედრა. სინამდვილეში საქმე მთლად ასე არ ყოფილა. განხეთქილება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ჯონმა და იოკომ ერთმანეთი გაიცნეს. მაგრამ მხოლოდ ამ ქალთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა მუსიკოსი, რომ სხვა მიმართულებით სურდა მოძრაობა. მოგვიანებით ლენონმა თქვა: "ის მასწავლებელია, მე - მოსწავლე. მე ცნობილი ადამიანი ვარ, რომელზეც ფიქრობენ, რომ მან ყველაფერი იცის, მაგრამ ის არის ჩემი მასწავლებელი, მან შემასწავლა მე ყველაფერი რაც ვიცი. მან უკვე ყველაფერი იცოდა, როცა მე საერთოდ არაფერი ვიცოდი, როცა მე ვიყავი ადამიანი არსაიდან. იოკოსთან მე გავხდი თავისუფალი. მისმა სიახლოვემ გამხადა მე მთლიანი ადამიანი. მის გარეშე მე მხოლოდ ნახევარი ვიყავი." იოკოსთან შეხვედრის შემდეგ, ჯონმა დაიწყო სოლო კარიერა და ჩაწერა ალბომი Imagine, რომლის მთავარი სიმღერაც გახდა ლენონის სოლო-კარიერის ყველაზე ცნობილი ჰიტი. 2002 წელს, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, სინგლმა Imagine დაიკავა მეორე ადგილი ყველა დროის გამორჩეულ სინგლებს შორის ქვინის "ბოჰემური რაფსოდიის" შემდეგ. დაუჯერებელია, მაგრამ ჯონმა შეძლო არამარტო ის, რომ გამხდარიყო ჰიპების მოძრაობის გმირი, არამედ მან აჯობა საკუთარ თავს. ბითლზმა დაუთმო მას ადგილი პედესტალზე.
ჰილარი კლინტონი
ბილ კლინტონმა და ჰილარი როდემმა ერთმანეთი 1971 წელს გაიცნეს იელის უნივერსიტეტში. გაცნობიდან მალევე ბილმა ჰილარის ცოლობა სთხოვა, მაგრამ მან უარით უპასუხა. გოგონა აპირებდა მოეწყო კარიერა და ოჯახს დაბრკოლებად თვლიდა. 1975 წელს, მან მაინც მისცა თანხმობა ქორწინებას. და მაშინვე დაკავდა ქმრის პოლიტიკური კარიერით. 1978 წელს, ბილ კლინტონი კენჭს იყრიდა არკანზასის გუბერნატორის პოსტზე და არჩევნებში გაიმარჯვა. გასაოცარია, მაგრამ ამავე დროს ჰილარი ასწრებდა თავისი კარიერის განვითარებასაც - იმავე წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დანიშნა ის იურიდიული საქმეების კორპორაციის მართვის წევრად. მაგრამ, ყველაზე სერიოზული გამოცდა გამლეობაზე გახდა სკანდალი მონიკა ლევინსკთან დაკავშირებით. მთელი ამერიკა ელოდა ხმაურიან განშორებას - მაგრამ არ აუსრულდათ. "ყველა ბრალდება ჩემი ქმრის მისამართით აბსოლიტურად სიცრუეა. ძალიან მტკივნეულია დაკვირვება იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარს, რომელზეც ზრუნავ, რომლითაც აღტაცებული ხარ, ეხვევა ასეთ დაუნდობელ ბრალდებებში"-აი რა თქვა ჰილარიმ.