ჩათი
 
liliko
liliko
12 ოქტომბერი 2015

kargi saitia

ჩათში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
თემის არჩევა
სტატისტიკა
  • სიახლეები
  • სულ : 75
  • დღეს დამატებული : 0
  • მომხმარებლები:
  • სულ: 166
  • დაბანული: 0
  • დღეს დარეგისტრირდა : 0
  • სრული სტატისტიკა

    ახლა საიტზეა: ადამიანი
    მეგობარი საიტები
    გამოკითხვები

    მოგწონთ საიტი?

    კი.
    არა.
    არვიცი.
    ეგ რა არის?

     
    რეკლამა
    » » ყველაფერი ინდოეთის შესახებ

    ყველაფერი ინდოეთის შესახებ

    ყველაფერი ინდოეთის შესახებ

    1.გეოგრაფია
    ქვეყანა სამხრეთ აზიაში, მდებარეობსინდოსტანის სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: პაკისტანი,ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბჰუტანი,მიანმა, ბანგლადეში.

    ფართობი: 3 287 263 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 5 686 კმ; სახმელეთო - 15 168 კმ.
    ბუნება: გეოგრაფიული რაიონები –ჰიმალაები, ინდო-განგის დაბლობი,დეკანის ზეგანი. მთიანი სისტემები –ჰიმალაები, ყარაყორუმი, ვინდბია, არავალი. უმაღლესი მწვერვალები (მ) –კანჩეჯანღა 8 598, ნანდა დევი 7 817;მთავარი მდინარეები (კმ) – ბრაჰმაპუტრა 2.900, განგი 2 125 (სულ 2 510), გოდავარი 1 465, იამუნა (ჯამნა) 1 400, კრიშნა 1 400, ნარმადა 1 310;უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ჰირაკუდი 1 100; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ანდამანის კ-ბი 6 408 (დიდი ანდამანი 1 536), ნიკობარის კ-ბი 1 841 (დიდი ნიკობარი 1 045), ლაქშადვიპი 32; კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი.
    ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საბადო), რკინის მადანი, მანგანუმი, ბოქსიტები, ტიტანი, ქრომიტი, ბუნებრივი აირი, ალმასი, ნავთობი, კირქვა, სასოფლო-სამეურნეო მიწები. 2.ისტორია
    ნარმადის ხეობაში, ჰატნორში გამართულად მოსიარულე ადამიანის ჰომო ერექტუსის ნარჩენების აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ინდოეთის ტერიტორიაზე დასახლება მოხდა, უკიდურეს შემთხვევაში, შუა პლეისტოცენისეპოქაში, დაახლოებით 500 000 - 200 000 წლის წინ. დაახლოებით 30 000 წლის წინ ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო მეზოლითის ხანა, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 25 000 წლის განმავლობაში. საზოგადოდ, მიღებულია, რომ თანამედროვე ადამიანები სუბკონტინენტზე დასახლდნენ უკანასკნელი გამყინვერების პერიოდის ბოლოს ან დაახლოებით 12 000 წლის წინ. პირველი ცნობილი მუდმივი დასახლებები წარმოიქმნა 9 000 წლის წინ მადჰია-პრადეშისშტატში, ბჰიმბეტკას ტერიტორიაზე. ნეოლითური კულტურის ყველაზე ადრეული კვალი, რადიოკარბონული ანალიზის თანახმად, დაკავშირებულია VIII ათასწლეულის შუა ხანებთან ჩვ. ერამდე და ნაპოვნია გუჯარათის შტატში კამბეის ყურესთან. ნეოლითური კულტურის ნიმუშები, რომლებიც თარიღდება ჩვ. ერამდე VII ათასწლეულით აღმოჩენილი იყო, აგრეთვე, თანამედროვე პაკისტანის ბალოჩისტანის პროვინციაშიმერგარჰის სადგურზე. გვიანი ნეოლითური ხანის კულტურები ყვაოდა მდინარე ინდის ხეობაში ძვ. წ. 6 - 2 ათასწლეულებში ჩვ. ერამდე და სამხრეთ ინდოეთში ძვ. წ. 2800-1200 წ.წ. შორის პერიოდში. ისტორიულ რეგიონში მდებარეობს სამხრეთ აზიაში რამდენიმე უძველესი ნამოსახლარი და მძლავრი ცივილიზაცია.

    ადრეპალეოლითურ პერიოდთან დაკავშირებული უძველესი ადგილები არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პაკისტანში მდ. სოანის ხეობაში. პირველი სოფლური ტიპის დასახლებები გაჩნდა მერგარჰში ნეოლითისეპოქაში, ხოლო პირველი საქალაქო ტიპის დასახლებები - მდ. ინდის ხეობაში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანიამოჰენჯო-დარო და ჰარაპა. 3.ბრინჯაოს ხანა

    .ბრინჯაოს ხანა ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო ჩვ. ერამდე 3300 წლის წინ მდ. ინდის ხეობაში ცივილიზაციების წარმოქმნით. ამ პერიოდის ძირითად დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს მეტალურგიის მაღალი განვითარება - სპილენძის, ბრინჯაოს, ტყვიის და კალის დნობა. ინდური ცივილიზაციების აყვავება მოდის ჩვ. ერამდე 2600-1900 წ.წ. შორის პერიოდში. ამ პერიოდში ინდოეთის სუბკონტინენტზე ჩნდება ქალაქები და იწყება გრანდიოზული მშენებლობა. ეს უძველესი ცივილიზაცია ჩამოყალიბდა მდ. ინდის ხეობაში და გავრცელდა მდ. გჰაგჰრა-ჰაკრასხეობაში (იგი მრავალი მეცნიერის მიერ გაიგივებულია ვედურ მდინარესარასვატთან), განგისა და ჯამუნას შუამდინარეთში, გუჯარათსა და ჩრდილოეთ ავღანეთში. ინდური ცივილიზაციის განსხვავებულ თავისებურებებს წარმოადგენს აგურით ნაგები ქალაქები მაღალგანვითარებული საკანალიზაციო სისტემით და მრავალსართულიანი სახლებით. უმძლავრესი საქალაქო ცენტრები იყო ჰარაპა და მოჰენჯო-დარო, დჰოლავირა, ლოტჰალი, კალიბანგა და სხვ. მდ. სარასვატის ამოშრობის და მდ.ინდის კალაპოტის შეცვლის შედეგად მოხდა დიდი გეოლოგიური და კლიმატური ცვლილებები, რამაც გამოიწვია რეგიონში ტყეების გაქრობა და გაუდაბურება. ეს ფაქტორი გახდა ინდური ცივილიზაციების დაკნინების და გაქრობის მიზეზი. 4.რკინის ხანა

    რკინის ხანა[რედაქტირება]
    ვედური ცივილიზაცია
    ვედური კულტურა ეს არის ინდურ-არიული კულტურა, რომელიც ასოცირდება ვედებთან - ვედურ სანსკრიტზე შედგენილ ინდუიზმის წმინდა წერილებთან. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისით ვედური ცივილიზაცია არსებობდა ძვ, წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან I ათასწლეულის შუა ხანებამდე. ეს თარიღი საკამათოა ზოგიერთი ინდოელი და დასავლეთელი ისტორიკოსისა და მეცნიერისათვის, რომლებიც ვედური პერიოდის დასაწყისად მიიჩნევენ ძვ. წ. IV ათასწლეულს და ინდურ ცივილიზაციას აიგივებენ ვედურთან. სწორედ ვედურ პერიოდში ჩამოყალიბდა ინდური კულტურა, ენა და რელიგია. ვედური პერიოდის პირველი 500 წელი (ძვ.წ.1500-1000წ.წ.) ემთხვევა ინდოეთის ბრინჯაოს ხანას, ხოლო უკანასკნელი 500 წელი (ძვ. წ. 1000-500წ.წ.) რკინის ხანას. XIX საუკუნეში ევროპელმა კოლონიზატორებმა წამოაყენეს ინდოეთის არიული დაპყრობების თეორია, რომლის თანახმად, ჩვ. ერამდე II ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთის სუბკონტინენტი მოექცა მომთაბარე არიული ტომების ერთდროული მასიური დაპყრობის ქვეშ, რომელთაც თან მოიტანეს საკუთარი ვედური კულტურა. თუმცა, უკანასკნელმა არქეოლოგიურმა მონაცემებმა და ლინგვისტურმა კვლევებმა უარყო ეს ჰიპოთეზა. მის ნაცვლად მეცნიერებმა წამოაყენეს "ინდოარიული მიგრაციის" სხვადასხვა თეორია. ამ თორიის დამცველთა თანახმად, ინდო-არიული ტომები განსახლდნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში და ასიმილაცია განიცადეს ადგილობრივ მოსახლეობასთან გადასცეს რა მათ საკუთარი ენა და ვედური კულტურა. სხვა მოსაზრებით, ინდოეთიდან წასვლის თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ არიელები თავდაპირველად იყვნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ძირძველი მოსახლეობა და რიგი მიგრაციების შედეგად მოგვიანებით განსახლდნენ მის ფარგლებს გარეთ. მას შემდეგ, რაც ჩვ. ერამდე II ათასწლეულში ჰარაპას ურბანული ცივილიზაცია წავიდა დაქვეითებისკენ, თანდათანობით უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო მიწათმოქმედებამ, ხოლო ორგანიზაციულ-საზოგადოებრივ სტრუქტურაში - კასტებად დაყოფამ. ჩვ. ერამდე X საუკუნისათვის ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაიწყო რკინის ხანა. ამ პერიოდს მეცნიერები უკავშირებენ "ატჰარვა ვედის" შექმნას. ეს არის პირველი ძველინდური ტექსტი, რომელშიც ნახსენებია რკინა. ითვლება, რომ ამ გვიან ვედურ პერიოდშო მოხდა მრავალრიცხოვანი მცირე სამთავროების ე. წ.მაჰაჯანაპადების ჩამოყალიბება. ამავე პერიოდით ათარიღებენ მეცნიერები ძველი ინდური ეპიკური პოეზიის ძეგლებს "მაჰაბჰარატას" და "რამაიანას" 5.მაჰაჯანაპადები

    მაჰაჯანაპადები
    ვედური პერიოდის დასასრულს ინდოეთის სუბკონტინენტზე გაჩნდა რიგი მცირე სამეფოებისა და ქალაქ-სახელმწიფოებისა, რომელთაგან მრავალი მოხსენებულია ძვ. წ. მე-10 საუკუნის შემდგომ პერიოდით დათარიღებულ ვედურ და ადრეინდურ ლიტერატურაში. ამ დროს ქალაქ-სახელმწიფოთა უმრავლესობა მოიხსენებოდა ჯანაპადებად. ჯანაპადების მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდა სუსტად განვითარებული პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურის მქონე ტომები. ბრაჰმანული თეორიის მიხედვით, როგორც ჩანს, ბუდას პერიოდის საზოგადოებას არ გააჩნდა კასტური სისტემა. ის წარმოადგენდა სუსტად სტრუქტურირებულ საზოგადოებას, სადაც არ არსებობდა სრულფასოვანი მონარქია. უფრო მეტიც, ის ემსგავსებოდა ოლიგარქიას ან ზოგიერთი ფორმით, რესპუბლიკას.ჩვ. ერამდე მე-5 საუკუნისათვის წარმოიქმნა 16 სამეფო ან „რესპუბლიკა" ცნობილი მაჰაჯანაპადებად - ქაში, ქოსალა, ანგა, მაგადჰა, ვრიჯი, მალა, ჩედი, ვამშა, კურუ, პანჩალა, მატსია, შურასენა, ასსაკა, ავანტი, განდჰარა და კამბოჯა. ისინი გადაიჭიმნენ ინდ-განგის დაბლობზე, თანამედროვე ავღანეთიდანმაჰარაშტრამდე და ბენგალიამდე. ამ პერიოდში დაიწყო ინდური ცივილიზაციის შემდეგ მეორე მძლავრი ურბანიზაციის პერიოდი. სუბკონტინენტის დანარჩენ ნაწილზე, როგორც ჩანს, არსებობდა მრავალი სხვა მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელთა შესახებ ცნობები გვხვდება ლიტერატურაში. ზოგიერთ მათგანში სამეფო ხელისუფლება გადადიოდა მემვიდრეობით, ზოგიერთში კი თავად ირჩევდნენ საკუთარ მმართველებს...ძირითადი სალაპარაკო ენა მოსახლეობის ზედაფენებში იყო სანსკრიტი, ხოლო დაბალი სოციალური ფენები ჩრდ. ინდოეთში ურთიერთობდნენ განსხვავებულ ადგილობრივ დიალექტებზე ე.წ. პრაკრიტზე. ჩვ. ერამდე მე-5 საუკუნეში ე.ი. ბუდას დაბადების მომენტისათვის 16 სამეფოთაგან მრავალი გაერთიანდა და წარმოიქმნა ოთხი შედარებით მსხვილი გაერთიანება - ვატსა, ავანტი, ქოშალა და მაგადჰა.

    იმ პერიოდის რელიგიურ პრაქტიკაში ძირითადი იყო ბრაჰმანების მიერ შესრულებული რთული ვედური რიტუალები. ითველბა, რომ ზუსტად ამ პერიოდში, ძვ. წ. მე-VII - მე-V საუკუნეებში ჩაიწერა უპანიშადები - გვიანი ვედური პერიოდის რელიგიურ-ფილოსოფიური ტექსტები. უპანიშადებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდური ფილოსოფიის ფორმირებაზე და თითქმის ერთდროულად წარმოქმნილმა ბუდიზმმა და ჯაინიზმმა საკუთარ თავში განასახიერეს ამ პერიოდის აზროვნების ოქროს ხანა. ჩვ.წ. აღ.მდე 537წ. სიდჰართა გაუტამამ მიაღწია „ გასხივოსნებას" და გახდა ბუდა - „ზიარებული" . ბუდიზმისა დაჯაინიზმის დოქტრინებში აქცენტირებული იყო ასკეტიზმი და ვრცელდებოდა პრაკრიტის ენებზე, რაც ფართო მასებზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა. მათ უდიდესი გავლენა მოახდინეს ინდურ ტრადიციულ რელიგიურ პრაქტიკაზე. კერძოდ, ვეგეტარიანელობაზე, ცხოველთა მოკვლის შეზღუდვაზე და ა. შ. ამავე დროს, ჯაინიზმის გეოგრაფიული გავლენა შემოიფარგლა მხოლოდ ინდოეთით, ხოლო ბუდისტმა ბერებმა ბუდას სწავლება გაავრცელეს ტიბეტში, შრი-ლანკაზე, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე.

         Просмотров 480  |  Комментариев 0
    Похожие новости
    Комментарии
    Имя:*
    E-Mail:
            
    მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
    Введите код: *
    სიახლეების ლენტა
    powered by exe.pirveli.ge 2015
    saitebi.any.ge top.saitebi.info saitebi.biz count 88x31px