ნინა დობრევი ‘THE FINAL GIRLS’-ის პრემიერაზე, ჰოლივუდში
- 20-11-2015, 18:07
- 805
6 ოქტომბერს, ლონდონის სასტუმროში, დასავლეთ ჰოლივუდში გაიმართა საშინელებათა ჟანრის ფილმის ‘The Final Girls’-ის პრემიერა. ივენთის წითელი ხალიჩაზე პაპარაცების წინაშე თავს იწონებდნენ ფილმის წამყვანი მსახიობები: ნინა დობრევი, ტაისა ფარმიგა, ხლოი ბრიჯსი და სხვები. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას გოგონების შესახებ, რომლებიც მისტიური ძალის საშუალებით გადადიან 80-იან წლების საშინელებათა ფილმში.
იმავე დღეს, ყოფილი 'ვამპირის დღიურების' მსახიობი დობრევი დაესწრო ბრიტანელი წამყვანის ამერიკულ შოუს ‘The Late Late Show’, სადაც ჯეიმს კოდენმა ნინა თავის მშობლიურ ენაზე აალაპარაკა. მოგეხსენებათ, რომ ნინა წარმოშობით ბულგარეთიდან გახლავთ. გთავაზობთ, ფოტომასალას პრემიერიდან და სატელევიზიო შოუს მსვლელობიდან, პლიუს ფილმის თრეილერს.